ჟურნალ „თაიმის“ მკითხველებმა წლის ადამიანი დაასახელეს

საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდი, ჟურნალ „თაიმის“ გამოკითხვის მიხედვით, „2017 წლის ადამიანად“ დასახელდა. პრინცს ხმა აუდიტორიის 24%-მა მისცა. საუდის არაბეთის პრინცი ხელმძღვანელობს 4 ნოემბერს შექმნილ, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტს. მან მმართველი ოჯახის 11 წევრის და ორმოცზე მეტი ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის, ჩინოვნიკის და ბიზნესმენის დაკავების ბრძანება გასცა, რომელთაც ბრალად ედებათ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენება ფულის გათეთრების მიზნით, პირადი ინტერესებისთვის, ქრთამის აღებისთვის და, _ არარსებული გარიგებების დადება.
მეორე ადგილზე რეიტინგში აღმოჩნდნენ კამპანია #MeToo -ს მონაწილეები. ისინი, სოციალური ქსელების ის მომხმარებლები არიან, რომლებმაც საზოგადოებას მათი შევიწროების შესახებ უამბეს. მათ „თაიმის“ 6% მკითხველების ხმები მიიღეს.
მესამე ადგილის გაყოფა მოუწიათ ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე კოლინ კაპერნიკს, აშშ-ს სპეცპროკურორს „რუსეთის საქმეზე“ რობერტ მიულერს და „მეოცნებეებს“. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც აშშ-ში არალეგალურად მათმა მშობლებმა ჩამოიყვანეს.
როგორც წესი, ჟურნალის მკითხველების და რედაქციის გადაწყვეტილება ერთმანეთს არ ემთხვევა.
რეიტინგის გამარჯვებულს და „წლის ადამიანის“ ტიტულის მფლობელს, გამოცემა 6 დეკემბერს გამოაცხადებს. რეიტინგი, „თაიმის“ ვერსიით, 1927 წლიდან არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები