„თეატრისა და კინოს როლი თანამედროვე სამყაროში“ – საჯარო ლექცია გაიმართება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრესკლუბში საჯარო ლექცია: „თეატრისა და კინოს როლი თანამედრივე სამყაროში“ ჩატარდება.
ლექცია 8 დეკემბერს, 17:00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსის 07 აუდიტორიაში გაიმართება.
როგორც „კვირას“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განუცხადეს, მოწვეული სტუმარი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი ისაუბრებს თეატრისა და კინოს მნიშვნელობასა და გავლენაზე თანამედროვეობაში.
ლექცია  ინტერაქტიული ხასიათის იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები