უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის მიერ საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას“, – განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა.
იმ ბინასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობს, უკრაინის პარლამენტის დეპუტატები მივიდნენ, თუმცა, მათ სპეცრაზმი მიხეილ სააკაშვილის ბინაში არ უშვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები