ადვოკატი: მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს

მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს – ეს განცხადება არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა, რომელიც დღეს პოლიციას ჩაბარდა, ტარიელ კაკაბაძემ “კურიერის” პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა,მის დაცვის ქვეშ მყოფს ცოტა ხნის წინ შეხვდა და ბრალდებულთან საუბრის შემდეგ მას გაუჩნდა ეჭვი, რომ ჭრილობები რომელიც დაზარალებულს აღენიშნება მიაყენა რამდენიმე პირმა.

„პირველად შევხვდი ახლა ბრალდებულს. გავესაუბრე მას. მომიყვა თუ რა მოხდა ზოგადად. ბრალდებული ამბობს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა დანა, რომელიც მან გამოიყენა მხოლოდ ერთხელ. შესაბამისად თუ დავუჯერებთ მის ჩვენებას ჩანს, რომ სხვა დაზიანებები, რომელიც დაზარალებულს აქვთ მიყენებული სავარაუდოდ მიაყენეს უკვე მოგვიანებით სხვა პირებმა. ძალიან მნიშვნელოვანია თუ რას გვეტყვის ექსპერტიზის დასკვნა, თუ რას გვეტყვიან ექსპერტები, რომლებიც დაიკითხებიან, ჩემი ვარაუდით ეს დაზიანებები არ უნდა იყოს მიყენებული ერთი ან ორი პირის მიერ. კონფლიქტთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა ვერსიები და ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალურ ინფორმაცია მოგაწვდით მას შემდეგ, რაც გავეცნობი ყველა მოწმის ჩვენებას.

მინდა განვაცხადო როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, რომ მე არ ვაპირებ ხელი დავაფარო, როგორც ადვოკატმა თუ მან ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული სრულად. ანუ თუ მას დაუდასტურდა მთლიანად ბრალდება. მე მსურს მოვუსმინო ექსპერტებს და თუ ექსპერტებმა თქვეს, რომ იმ პირობებში შეუძლებელია დაზარალებულს მიდგომოდა აღნიშნული სადისტური პირობები, როგორ ჭრილობებსაც მოწმეები აღწერენ და თუ დადგინდა მტკიცებულებებით, რომ ის ჭრილობები სულ სხვა პიროვნებებმა მიაყენეს, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ იმ პირების პასუხისგებაში მიცემას ვინც რეალურად მიაყენა აღნიშნული ჭრილობები დაზარალებულს. შესაბამისად, ჩემთვის მთავარია დადგინდეს ჭეშმარიტება,-განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები