პროკურორი: დაკავებულ არასრულწლოვანს სასამართლო სხდომაზე არაფერი უთქვამს
პროკურორ იოსებ ხუციშვილის განცხადებით, თბილისში, ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვან გ.ბ-ს სასამართლო სხდომაზე არაფერი უთქვამს.
მისი თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა საგამოძიებო უწყების პოზიცია და შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
“არასრულწლოვანს არაფერი უთქვამს. დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა. მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. დღეს დაკავებულებს წარედგინებათ ბრალი და მივმართავთ სასამართლოს. სუბელიანის თემით, სპეკულირება მიმდინარეობს, გამოძიება ყველაფერს დაადგენს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ვსაუბრობ. დღეს დაკავებულები დანაშაულის დაფარვაში არიან ბრალდებულები”, – განაცხადა იოსებ ხუციშვილმა.
ხუციშვილმა განმარტა, რომ მათ კანონით დადგენილ ვადაში ბრალი წარედგინებათ.