პოლიციამ ჟურნალისტ კარუანა გალიზიას მკვლელობაში ბრალდებული 8 პირი დააკავა

მალტის სამართლდამცველებმა, ცნობილი ბლოგერისა და ჟურნალისტის კარუანა გალიზიას მკვლელობისთვის, მალტის 8 მოქალაქე დააკავეს.
მალტის პრემიერ-მინისტრ იოსეფ მუსქეთის განცხადებით, სამართალდამცველებმა, მკვლელობაში ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაცია, ქალაქ მარსაში განხორციელეს.
ბლოგერის საქმის გამოძიებაში, საერთაშორისო ექსპერტები, ფედერალური ბიუროს აგენტები და ადგილობრივი სამართალდამცველები მონაწილეობდნენ.
კარუანა ცნობილი ბლოგერი იყო, რომელიც პოლიტიკოსებს აკრიტიკებდა, მან ბოლო სტატია, წამყვანი პოლიტიკოსების კორუფციაში დადანაშაულებას მიუძღვნა.
კარუანა გალიზია, 16 ოქტომბერს საკუთარ სახლთან ახლოს, მანქანაში ააფეთქეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები