ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 44-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 44-ე კმ-ზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.
„კვირას“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანთან მოხდა. გზაზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა. ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იჯდა. მას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები