გიორგი მარგველაშვილი შშმ პირებს: გჯეროდეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მუდამ თქვენს უფლებათა, ღირსებისა და თანასწორობის სადარაჯოზე დგას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა, რომელსაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს. თითოეულ ადამიანს აქვს უნარები და შესაძლებლობები, რომელიც საკუთარ კეთილდღეობასა და ქვეყნის წინსვლას შეიძლება მოახმაროს. ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება სწორედ ამ უნარებისა და ნიჭის პატივისცემას ეფუძნება. თქვენი თვითრეალიზაციის პირობათა შექმნა ყველა ჩვენგანის, საზოგადოების თითოეული წევრის მოვალეობაა. გჯეროდეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მუდამ თქვენს უფლებათა, ღირსებისა და თანასწორობის სადარაჯოზე დგას. ჯანმრთელობას, წარმატებასა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები