საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში ხვალ გაემგზავრება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში ხვალ გაემგზავრება. ინფორმაციას პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ადასტურებს.
დელეგაციის წევრები 4 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
მოსკოვში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრება გუშინ გაიხსნა და 4 დეკემბერს რუსეთში პატრიარქობის ინსტიტუტის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშვნით დასრულდება.
საიუბილეო ღონისძიებებზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო მიპატიჟებული, თუმცა, უწმინდესი მოსკოვში ვერ მიემგზავრება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციაში სამი მღვდელმთავარი იქნება და მას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები