„ჯეოსელი“ „ლაი-ლაის“ აბონენტებს აფრთხილებს

“კვირა” კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“2017 წლის 1 დეკემბრიდან, იგეგმება ახალი საბილინგო სისტემის დანერგვა “ლაი-ლაის” აბონენტებისთვის.
შესაბამისად, არსებული პლატფორმიდან ახალზე გადასვლა მოხდება ეტაპობრივად, რაც გასტანს 5 დეკემბრამდე”,-ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ჯეოსელი” ავრცელებს.
კომპანია მოსახლეობას დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით მოუწოდებს, რომ გარკვეული ქმედებები 1 დეკემბრამდე განახორციელონ .
„შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბრიდან, იგეგმება ახალი საბილინგო სისტემის დანერგვა ლაი-ლაის აბონენტებისთვის. დაგეგმილი სამუშაოების მიზანია, კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შემოგთავაზოთ, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება თქვენს მოთხოვნებზე.
სისტემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოები მასიური ხასიათისაა. შესაბამისად, არსებული პლატფორმიდან ახალზე გადასვლა მოხდება ეტაპობრივად, რაც გასტანს 5 დეკემბრამდე. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლო დისკომფორტი ზოგიერთი სერვისის მოხმარებისას, გთხოვთ 1 დეკემბრამდე განახორციელოთ შემდეგი ქმედებები: ცალკეული სერვისის შეძენა/გაუქმება, ანგარიშის/ბონუსების შემოწმება და სხვადასხვა ტიპის გადახდების განხორციელება.
ჩვენი გუნდი სრულად არის მობილიზებული, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდეს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი კმაყოფილება,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები