“ოქტომბერში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 5,7 %-ია, რაც საქართველოს ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია”

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2017 წლის ოქტომბრისთვის ეკონომიკურმა ზრდამ 5,7 % შეადგინა, რაც კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

„დღეს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა მონაცემები ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით და გულწრფელად მინდა გითხრათ, მიხარია, რომ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზები გამართლდა. 2017 წლის ოქტომბერში, რეალური  მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 5,7 %-ია და დღეს ეს დადასტურდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა განცხადება ამის შესახებ. ეს  კარგი მაჩვენებელია არა მარტო ამიერკავკასიაში, არამედ, მთლიანად ჩვენს რეგიონში.

10 თვის მონაცემებით, საშუალო ზრდა გვაქვს 4,9 % და ეს ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელია არამხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ, მთლიანად ჩვენს რეგიონში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება, საქართველოს მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს და სწორედ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომ ბიუჯეტშიც შემოსავლების გადაჭარბება გვაქვს ბოლო პერიოდში”,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ ამის შედეგად ხორციელდება ცვლილებები 2017 წლის ბიუჯეტში, რაც ქვეყანას აძლევს შანსს უკეთესი სასტარტო პოზიციებიდან დაიწყოს 2018 წელი.

„სწორედ ამის შედეგია, რომ ცვლილებებს ვახორციელებთ 2017 წლის ბიუჯეტში. ამ მიზანს ემსახურება ესეც და ეს ცვლილებებიც იმას ემსახურება, რომ 2018 წელი კიდევ უკეთესი სასტარტო პოზიციებიდან დაიწყოს ქვეყანამ და შევქმნათ საფუძველი სწრაფი და მდგრადი ინკლუზიური ზრდისთვის”,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები