ჰააგის ტრიბუნალის სხდომაზე ბოსნიელმა გენერალმა საწამლავი დალია (ვიდეო)

ბოსნიელი ხორვატების ყოფილმა მეთაურმა სლობოდან პრალიაკმა ჰააგის ტრიბუნალზე, მისი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, საწამლავი დალია. მომხდარის ამსახველი კადრები „Euronews”-მა გაავრცელა. მას მერე, რაც პრალიაკმა გაიგო, რომ სააპელაციო კომისიამ მისი განაჩენი ძალაში დატოვა, ის ადგა და თავის უკან გადაწევით, პატარა ჭიქიდან სითხე დალია. შემდეგ კი, მოსამართლეს უთხრა- „მე საწამლავი დავლიე“.
სასამართლოს სხდომა შეჩერდა. ადგილზე ექიმი გამოიძახეს, თუმცა, რა მდგომარეობაშია ამ დროისთვის პრალიაკი, ცნობილი არ არის.
ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა პრალიაკს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასთან ერთად გაასამართლეს ხორვატიის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერი პრლიჩი, რომელმაც 25 წლიანი სასჯელი მიიღო, ასევე გასამართლდნენ თავდაცვის მინისტრი ბრუნო სტოიჩი და ჰორვატიის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი მილივოი პეტკოვიჩი.
თითოეულ მათგანს ადამიანების წინააღდეგ ჩადენილ დანაშაულებებში და ბოსნია-ჰერცოგოვინას შორის მიმდინარე კონფლიქტის დროს, ომის კანონების დარღვევაში ედებოდათ ბრალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები