დიმიტრი ქუმსიშვილი: რეფორმები ქვეყნის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს

თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმზე” საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ორ პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება – ესაა დანაზოგების ხელშეწყობა და წარმოების მხარდაჭერა.

„ჩვენ გვჯერა, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ფორუმის მონაწილეებს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმები გააცნო. მათ შორის, პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, საპენსიო რეფორმაზე, საჯარო-კერძო პარტნიორობის სქემის ამოქმედებაზე, დეპოზიტების დაზღვევის რეფორმაზე და სხვ.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს მხოლოდ მას შემდეგ იღებს,  რაც საკითხს ბოლომდე შეისწავლის და დაადგენს, რომ ის არის განხორციელებადი, მომგებიანი და ქვეყნისთვის სასარგებლო.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე განათლების სექტორზე ისაუბრა, სადაც, მისი შეფასებით, ფუნდამენტური რეფორმები მიმდინარეობს. აგრეთვე სივრცითი მოწყობის რეფორმაზე, რომელიც სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვან ინვესტირებას ითვალისწინებს. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, საგზაო ინფრასტრუქტურაში ინვესტირება აბრეშუმის გზის განვითარების ნაწილია. მან ყურადღება გაამახვილა როგორც აღმოსავლეთ – დასავლეთის, ასევე ჩრდილოეთ – სამხრეთის დერეფნების განვითარებაზე, პორტების ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რკინიგზის რეაბილიტაციაზე და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები