პარლამენტის წევრის განცხადებით, საჭიროა უსაფრთხოების წესების გამკაცრება

პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში თავის გამოსვლაში შეეხო ბათუმის სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მისი თქმით, საჭიროა უსაფრთხოების წესების გამკაცრება.
დეპუტატმა მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და გაიხსენა 2015 წელს ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ მომხდარი ხანძარი, რომელმაც სამი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა და განაცხადა, რომ საჭიროა სახანძრო უსაფრთხოებისა და წესებთან დაკავშირებული კანონების მოთხოვნების გამკაცრება და ასევე, თუ საჭიროა მკაცრი მონიტორინგი.

ფატი ხალვაშის თქმით „ასევე საჭიროა სამშენებლო უსაფრთხოების გამკაცრება, რომ შემდეგში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიები, რომლებიც იწირავს ადამიანთა სიცოცხლეს“.

მან მადლობა გადაუხადა მაშველებს, მეხანძრეებს, პოლიციელებს, მედიცინის მუშაკებს რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იხსნეს ადამიანების სიცოცხლე. „რომ არა მათი თავდადება ტრაგედია უფრო მასშტაბური იქნებოდა“, განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები