“არავინ ელოდა, რომ აშშ-საქართველოს შორის სამხედრო-პოლიტიური ურთიერთობების განვითარების გამო, რუსეთი სიხარულის დაფდაფებს შემოჰკრავდა“

„არავინ ელოდა, რომ რუსეთი სიხარულის დაფდაფებს შემოჰკრავდა იმის გამო, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სამხედრო-პოლიტიური ურთიერთობები ვითარდება – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ვალდებულება აქვს.
„ჩვენი მხრიდან, გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, აბსოლუტურად ნორმალური ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რუსეთი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის, Javelin-ის მიწოდებამ, შესაძლოა, თბილისს რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგოს -ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები