ლავროვის უწყება საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

28 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სტატს-მდივანი გრიგორი კარასინი კავკასიის უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხებში, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა.
შეხვედრის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გავრცელდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ისაუბრეს კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე და არსებულ სიტუაციაზე, ასევე, განხილვის თემა იყო საქართველოში, დე-ფაქტო აფხაზეთის და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის“ “საზღვრებზე” არსებული მდგომარეობა, ჟენევის შეხვედრის ახალი რაუნდის მომზადება, რომელიც ამა წლის 12-13 დეკემბერს არის დაგეგმილი. რუსულმა მხარემ მოუწოდა თანათავმჯდომარეებს, მოახდინონ ადეკვატური რეაგირება პროვოკაციაზე, რომელიც შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში აფხაზი მებრძოლების ძეგლის დემონტაჟს ეხება. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს აქცია თბილისის ზეწოლის შედეგად შედგა და განსაკუთრებით მტკივნეული იყო აფხაზი საზოგადოებისთვის. „ასეთი ქულების დაგროვებით, საქართველო დიალოგს ძირს უთხრის და რეგიონში არსებული სიტუაცია ჩიხისკენ მიჰყავს.“- ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსულმა მხარემ კვლავ „აქცენტი გააკეთა იმ საფრთხეზე, რომელიც თბილისისა და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ურთიერთობის გაღრმავებას მოჰყვება“. „ახლახან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონმა მხარი დაუჭირა თბილისს, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „ჯაველინის“ მიყიდვაზე. ამასთან, ვაშინგტონმა ქართველი მშვიდობისმყოფებელების სწავლების პროგრამა რეგულარული სამხედრო დანაყოფების მომზადებით შეცვალა. ამერიკის დახმარებით, საქართველოს ტერიტორიაზე მორიგი სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა იგეგმება.“
რუსეთი მსგავს სამხედრო მხარდაჭერას გარე ძალებისგან აფასებს, როგორც თბილისის პირდაპირ ბიძგს რეგიონში, ახალი ავანტიურიზმისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები