გია ვოლსკი: ჩვენი მოლოდინია, რომ ნინო ლომჯარია ობიექტური იქნება

უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი სახალხო დამცველის პოზიციაზე დასახელებულ ნინო ლომჯარიას კანდიდატურას გამოეხმაურა. ის იმედოვნებს, რომ ლომჯარია კრიტიკული იქნება, თუმცა, _ უფრო ობიექტური.
მისივე თქმით, დაპირისპირება სახალხო დამცველსა და უმრავლესობის შორის, ჩვეულებრივი პროცესია.
„ვფიქრობ, ნინო ლომჯარია თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით იყო გამორჩეული და გააგრძელებს იგივე კრიტიკულ დამოკიდებულებას სახალხო დამცველის პოსტზე, თუმცა, უფრო ობიექტური იქნება და არ ჩაერევა პოლიტიკურ პროცესებში, ან თუნდაც სასამართლოს საქმიანობაში.
თუ იქნება დაპირისპირება სახალხო დამცველსა და უმრავლესობას შორის, ამით სახელმწიფო არ დაზარალდება, რისი ფაქტებიც უკვე იყო. სახალხო დამცველის კრიტიკული დამოკიდებულება ნორმალურია, მაგრამ არ მგონია, ნორმალური იყოს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ სახალხო დამცველი აუცილებლად უმრავლესობის პოზიციებს უნდა იზიარებდეს. ნინო ლომჯარიას ძველ განცხადებებთან დაკავშირებით, არის გარკვეული შეკითხვები, მაგრამ მთავარია, მისი კრიტიკული დამოკიდებულება და ჩვენი მოლოდინი, _ რომ იქნება ობიექტური”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები