გიორგი გახარია მოლდოვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია მოლდოვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ალექსანდრუ ჟიზდანს შეხვდა.
ალექსანდრუ ჟიზდანი, მოლდოვას რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
შეხვედრაზე გიორგი გახარიამ მოლდოველ კოლეგასთან ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას გაუსვა ხაზი. მხარეებმა საქართველოსა და მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები