კარლ ერიავეცი: ევროკავშირის მხრიდან, საქართველო განიხილება ქვეყნად, რომელიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველაზე კარგად არის მომზადებული

„ასოცირების დღის წესრიგის სრული და ეფექტიანი განხორციელების თვალსაზრისით, საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატში ლიდერია. ევროკავშირის მხრიდან, საქართველო განიხილება ქვეყნად, რომელიც ყველაზე კარგად არის მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად”,- ამის შესახებ სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ერიავეცმა, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან  შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციზე განაცხადა.

​კარლ ერიავეცმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში გაღებული მნიშვნელოვანი წვლილი და კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვენიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისა და მისწრაფებების მიმართ. სლოვენიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, საქართველოს ევროკავშირთან სამართლებრივ, ინსტიტუციურ თუ დარგობრივ თავსებადობის მიღწევაში, მაქსიმალური თანადგომა აღუთქვა.

კარლ ერიავემცმა მიხეილ ჯანელიძე, მომავალ წელს, საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთოებების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავად სლოვენიაში მიიწვია. მან გამოთქვა მზადყოფნა, რომ მიხეილ ჯანელიძის სლოვენიაში ვიზიტის დროს დაიგეგმოს ბიზნესფორუმი, რომელიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, სლოვენიის რესპუბლიკის ქართველ ხალხს ბათუმში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით თბილისს „აბრეშუმის გზის ფორუმის” ღონისძიების  ფარგლებში  ეწვია.  თბილისში „აბრეშუმის გზის” ფორუმი  28-29 ნოემბერს მიმდინარეობს და მასში  მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი  მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები