მიხეილ ჯანელიძე ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უკრაინის ვიცე-პრემიერს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ივანა კლიმპუშ-ცინცაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ბრიუსელის სამიტი და მისი შედეგები. დადებითად შეფასდა ევროკავშირის მიერ საქართველოსა და უკრაინის ევროპული მისწრაფებისა და ევროპული არჩევანის დადასტურება და აღიარება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის კოორდინირებული მოქმედების მნიშვნელობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს ვიცე-პრემიერმა უკრაინის ვიცე-პრემიერს გააცნო ქართული მხარის ხედვა ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოების მიზნით.
მიხეილ ჯანელიძემ და ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხს. ხაზგასმით აღინიშნა ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისა და საზოგადოებისთვის ევროკავშირისა და ნატოს შესახებ უფრო მეტი სასარგებლო ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობა.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები და განიხილეს ორმხრივი ურთიერთობებისთვის ახალი მიმართულებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები. დადებითად შეფასდა თანამშრომლობის ზოგადი დინამიკა, ისევე როგორც სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები