12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო ბორჯომში

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს“, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არარეგისტრირებული სახერხი საამქრო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამოავლინეს.
გარდა ამისა, პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლებში – მზეთამზე, ახალდაბა, ყვიბისი, გუჯარეთი, ჭობისხევი – ასევე, დაბა წაღვერსა და დაბა არდაგანში, მოქალაქეებს, საცხოვრებელ სახლის ეზოებში, მოწყობილი ჰქონდათ უკანონო სახერხი საამქროები.
ამოღებულია 12 არარეგისტრირებული, ე.წ. “ლენტური ტიპის” სახერხი დანადგარი, 35 მ3-მდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის ხე-ტყე (მრგვალი მორი) და 10 მ3-მდე უკანონო, პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი.
როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამჟამად მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაანგარიშება.
ამოღებული სახერხი დანადგარები გადატანილია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები