საქართველოს სლოვენიის ვიცე-პრემიერი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი  ეწვია. დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში გაიმართა.

სლოვენიის დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა მიიღო. სლოვენიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, თბილისში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას “აბრეშუმის გზის ფორუმში” მიიღებს, ასევე, შეხვედრებს გამართვას საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.

ეს გახლავთ სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. კარლ ერიავეცი თბილისს ბიზნეს-დელეგაციასთან ერთად სტუმრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები