მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განვითარების სფეროში ქართულ-უკრაინული მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და უკრაინის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სამსახურმა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.  ქართული მხრიდან, მემორანდუმს ხელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძემ, ხოლო უკრაინული მხრიდან, უკრაინის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და კადასტრის სამსახურის უფროსის მოადგილე იური ზასტავნიმ მოაწერეს.

დოკუმენტი მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განვითარების სფეროში თანამრომლობას ითვალიწინებს.  მემორანდუმის თანახმად, მხარეები აღიარებენ  მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განვითარების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოთქვამენ სურვილს, გააძლიერონ თანამშრომლობა მათი კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით გამოცდილების, ინფორმაციისა და სპეციალური ცოდნის გაზიარების გზით. თანამშრომლობის მიზანია, შეიქმნას თანამშრომლობის ჩარჩო და ხელი შეუწყოს ერთობლივი ღონისძიებების პროგრამას მხარეებს შორის მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის სისტემის განვითარების სფეროში. მხარეები მემორანდუმის მიზნების მისაღწევად, ორმხრივ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებს, იდეების, ინფორმაციისა და გამოცდილების  გაზიარებისთვის გამოიყენებენ.

უკრაინული მხარე საქართველოში წარმატებულად მიმდინარე მიწის რეგისტრაციის რეფორმითაც დაინტერესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები