მარიამ ჯაში: უმრავლესობის შეჯერებული პოზიციაა, რომ ნინო ლომჯარია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო

უმრავლესობის დეპუტატის, მარიამ ჯაშის განცხადებით, ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით, უმრავლესობის შეჯერებული პოზიციაა, რომ ნინო ლომჯარია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო. მისთვის მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მმართველმა გუნდმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატი აირჩია.
,,მას აქვს გამოცდილება, როგორც საჯარო, ასევე, არასამთავრობო სექტორში, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე, სამართლიანი არჩევნებისა თუ ფინანსური აუდიტის თვალსაზრისით. ნინო ლომჯარიას საკმაოდ მრავალფეროვანი, მრავალმხრივი გამოცდილება აქვს და უმრავლესობის აზრის შეჯერებით, სწორედ მოხდა დამთხვევა ჩვენი კანდიდატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილი კანდიდატურების”, – განაცხადა ჯაშმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები