საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს

საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

კობახიძემ სხვა კანდიდატების ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

“მათ შორის განიხილებოდა ის კანდიდატები, რომლებიც შემოთავაზებული იყო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. საბოლოოდ ჩვენ შევჯერდით გადაწყვეტილებაზე – საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან დასახელებული იქნება ნინო ლომჯარიას კანდიდატურა. გავითვალისწინეთ არასამთავრობოებთან კონსულტაციები, ასევე, გამოცდილება, მიუკერძოებლობის კრიტერიუმი, კვალიფიკაცია”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დანარჩენი არის პროცედურების საქმე – უახლოეს დღეებში მოხდება კანდიდატის დასახელება და მომდევნო პლენარულ სხდომებზე განხილვა და დაახლოებით ერთ კვირაში დამტკიცდება სახალხო დამცველი თავის პოსტზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები