გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისს შეხვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემები სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა, 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო.
ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებულიმპლემენტაციას. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით არსებულპოტენციალზე.
შეხვედრისას, ასევე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეგანვითარებულ მოვლენებს. პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ლატვიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა დასუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.