თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა “თამაშის მდგომარეობა” გაიმართება
საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) პროექტ თანამედროვე ხელოვნების გალერიის ფარგლებში, გამოფენას “თამაშის მდგომარეობა” გამართავს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ქართველი ხელოვანების 1985-1999 წლებში შექმნილი ნამუშევრები.
გამოფენის კურატორია სიდნეი ბიენალეს კურატორი, აბუდაბი მუზეუმების კუნძულის ვიცე-დირექტორი, გეტის ფონდის მრჩეველი ჩარლზ მერევეზერი.
გამოფენაში მონაწილეობს, 24 ცნობილი ქართველი ხელოვანი: გია ეძგვერაძე, გურამ წიბახაშვილი, ვახო ბუღაძე, თეა გვეტაძე, თემო ჯავახიშვილი, ილიკო ზაუტაშვილი, კარლო კაჭარავა, კოკა რამიშვილი, კოტე სულაბერიძე, კოტე ჯინჭარაძე, ლევან ჭოღოშვილი, ლია შველიძე, ლუკა ლასარეიშვილი, მაია ნავერიანი, მაია ცეცხლაძე, მალხაზ დათუკიშვილი, მამუკა ჯაფარიძე, მამუკა ცეცხლაძე, მიშა გოგრიჭიანი, მურთაზ შველიძე, ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, უშანგი ხუმარაშვილი და ქეთი კაპანაძე.
გამოფენა 28 ნოემბერს 18:30 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნება.
R