ლინას ლინკევიჩიუსი: ლიტვა განაგრძობს ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდში დგომას

კარგ მეგობართან, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე – ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ტვიტერზე წერს და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.
„საქართველო დღეს ერთ-ერთი ლიდერია. რეფორმები და მტკიცე ნაბიჯები უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი. ლიტვა განაგრძობს ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდში დგომას”, – წერს ლინას ლინკევიჩიუსი.
ლინას ლინკევიჩიუსს ასევე ტვიტერზე უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა.
“ძალიან კარგი იყო ლინას ლინკევიჩიუსთან შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ლიტვის მხარდაჭერა რეფორმების განხორციელებისა და ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის პროცესში”, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები