საბერძნეთის ხელისუფლება შიშობს, რომ კუნძულზე მცხოვრები ლტოლვილები დაიღუპებიან

საბერძნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კუნძულებზე მცხოვრები ათი ათასამდე ლტოლვილი შესაძლოა დაიღუპოს _ ინფორმაციას „Reuters” ავრცელებს.

„ეს არის ბრძოლა დროსთან. ზამთარში ადამიანები ისევ დაიღუპებიან, თუ მათ გადადგილების უფლება არ მიეცემათ“ განაცხადა საერთაშორისო სამაშველო კომიტეტის უფროსმა ჟანა ფრეიმ.
მისი თქმით, გარდაცვალების მიზეზი შეიძლება იყოს არა მხოლოდ უამინდობა, არამედ ლტოლვილთა ბანაკში არსებული, საცხოვრებელი პირობები. „ვერაფრით ვერ აიხსნება ის ფაქტი, რომ ლტოლვილებს კიდევ ერთი ზამთრის გადატანა, საშინელ პირობებში მოუწევთ“, _ განაცხადა „Human Rights Watch“-ის სპიკერმა.

2016 წლის ნოემბრის ბოლოს, კუნძულ ლესბოსის ლტოლვილთა ბანაკში, გაზის ბალონი საუზმის კეთების დროს აფეთქდა და მოხუცი ქალისა და ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები