სინაის ნახევარკუნძულზე მეჩეთის აფეთქებისას 50 ადამიანი დაიღუპა
უცხოური მედიის ცნობით, სინაის ნახევარკუნძულზე მომხდარი ტერორისტული შეტევისა და აფეთქების შედეგად, 50 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება ქალაქ ელ არიშთან მდებარე მეჩეთში იმ დროს მოხდა, როდესაც იქ პარასკევის ლოცვა მიმდინარეობდა. ტერორისტებმა მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს.
ჯერ-ჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, სინაის ნახევარკუნძულზე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებიც აქტიურად მოქმედებენ.