„ალგეთის“ ბაზაზე საჩვენებელი სწავლება და ღია კარის დღე გაიმართა

უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ღია კარის დღე მოეწყო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს გადიან, „ალგეთის“ სამხედრო ბაზაზე, საკუთარი მშობლებისა და ნათესავებისთვის გამართულ საჩვენებელ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.
სპეციალური სავარჯიშოები რამდენიმე სასწავლო უბანზე ჩატარდა. რეკრუტებმა, ინსტრუქტორების დახმარებით, ოჯახის წევრებს, ბრძოლის ველზე გადაადგილების ხერხები წარუდგინეს, ასევე, გადალახეს დაბრკოლებათა ზოლი, დასასრულს კი სამწყობრო და ფიზიკური მომზადების დემონსტრირება მოახდინეს.
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სწავლებას ამჟამად 400-მდე რეკრუტი გადის.
10 კვირიანი კურსის დასრულების შემდეგ ახალწვეულები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები