ტერეზა მეი რუსეთში მტერს და საფრთხეს ხედავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, რუსეთი იმ მტრულ სახელმწიფოებს მიაკუთვნა, რომელთა მიმართ „ყურადღების გამოჩენააა“ აუცილებელი. მან ეს განცხადება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ გააკეთა. ტერეზა მეის თქმით, რუსეთი აღმოსავლური რეგიონის პოტენციურ ზრდას ემუქრება და „სახელმწიფოების კოლექტიური ძალის განადგურებისკენ ისწრაფვის“.
ტერეზა მეის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა დატოვოს ევროკავშირი, მაგრამ ის არ ტოვებს ევროპას და სახელმწიფოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ევროპის უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებისთვის.
ბრიუსელში მყოფმა პრემიერმა იმის შესახებ ისაუბრა, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ევროპულმა ქვეყნებმა ერთობლივი სამუშაოები ჩაატარონ, რათა დაიცვან საერთო ღირებულებები და იდეალები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები