“სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 35 მილიონი ლარი ემატება”

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 35 მილიონი ლარი ემატება.

როგორც გიორგი კაკაურიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების საკითხს განიხილავენ, სოფლის მეურნოების სამინისტროს შემთხვევაში ფინანსების მატება ორი მიმართულებითაა გამოწვეული.
კერძიდ, მისივე თქმით, ერთია, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, მეორე კი – ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები.

„მოგეხსენებათ, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 14 მილიონი ლარი, თუმცა როდესაც დეტალურად განვიხილეთ ის ღონისძიებები, რაც უნდა განხორციელდეს მომდევნო წლის განმავლობაში, ჯამური თანხა შეადგენს, დაახლოებით, 48-49 მილიონ ლარს. წელს ჩვენ 15 მილიონ ლარს ვუმატებთ სამინისტროს შხამ-ქიმიკატების შესაძენად, პროცედურებს წელსვე დაიწყებენ და გარკვეული მოცულობით წელსვე შეიძენენ შხამ-ქიმიკატებს. მეორე მიმართულება, რაზეც თანხა ემატება, ეს არის ტექნიკა, რომელიც საჭირო იქნება საგაზაფხულო სამუშაობზე ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის. სპეციალური ტექნიკის შესაძენად ემატრება 20 მილიონი ლარი“, – განაცხადა კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები