უკრაინაში საქართველოს ელჩი ქართველ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ, კიევის სხვადასხვა წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მყოფ 100-მდე ქართველ სტუდენტთან შეხვედრა გამართა.

ელჩმა სტუდენტებს უკრაინაში საქართველოს საელჩოში უმასპინძლა. გელა დუმბაძემ ახალგაზრდა თანამემამულეებთან შეხვედრაზე საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. ასევე მან სტუდენტებს საელჩოს საქმიანობა, საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა, მათ შორის, განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეები, ბიზნესის ხელშეწყობის მხრივ არსებული ინიციატივები, სტარტაპ საქართველოს პროექტი და სხვა პროგრამები  გააცნო, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება დაინტერესების შემთხვევაში საკუთარი ბიზნესიდეების რეალიზაცია მოახდინონ.

ელჩმა ასევე ისაუბრა დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტებზე და გააცნო სტუდენტებს დიასპორული პროგრამები.

შეხვედრის დასასრულს, ელჩმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. მან გამოთქვა მზადყოფნა მსგავს ფორმატში რეგულარულად უმასპინძლოს სტუდენტებს საელჩოში, ასევე, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, მათ შორის ხაზი გაესვა უკრაინაში საქართველოს წარმოჩენის საქმეში ქართველი სტუდენტების აქტიურად ჩართვის მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები