მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

შეგახსენებთ, რომ თოვის, ძლიერი ქარის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, აკრძალული იყო  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები