ბრიტანეთი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების ხუთეულს გამოეთიშა

დიდი ბრიტანეთი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების ხუთეულს გამოეთიშა, – ამის შესახებ, ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.

„ლონდონი ნომერ პირველი საერთაშორისო ფინანსური მომსახურების ცენტრია. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, განვითარებულია ციფრული ინდუსტრია, რომელიც გლობალური ეკონომიკის მომავალია. ისინი, ვინც ბრიტანეთს სწორად ვერ შეაფასებს, საფრთხის წინაშე არიან, _ “განაცხადა ბრიტანეთის კანცლერმა და აღნიშნა, რომ „ბრიტანეთი მეექვსე ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანაა მსოფლიოში“
ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების ოთხეული ასე გამოიყურება: აშშ, ჩინეთი, იაპონია და გერმანია. საფრანგეთმა ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების ხუთეულში გადაინაცვლა, ბრიტანეთი კი, მეექვსე ადგილზეა.
ბრიტანეთის ეკონომიკის შემცირება, ბრექსიტის რეფერენდუმმა გამოიწვია.
„ PricewaterhouseCoopers“ ( PwC) არის პროფესიონალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების უმსხვილესი ქსელი მსოფლიოში, სადაც განაცხადეს, რომ ბრიტანეთი, სავარაუდოდ, 2050 წლისთვის ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების სიაში, მეათე ადგილზე გადაინაცვლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები