თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის „საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები“ სპიკერი წანგ ძიენძინი იქნება

28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის „საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები“ (Investment Opportunities in Georgia) ერთ-ერთი სპიკერი ჩინეთის ენერგეტიკული ფონდის კომიტეტის (CEFC) აღმასრულებელი დირექტორი წანგ ძიენძინი იქნება.

მან პროფესიული საქმიანობა 1995 წლის ივლისში დაიწყო, 2006 წელს კი შეუერთდა ჩინეთის უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიას.
ამჟამად ის არის ჩინეთის ენერგეტიკული ფონდის კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი, საქველმოქმედო ფონდ Xinghua-ს თავმჯდომარე, ჩინეთის ენერგეტიკის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და ჩინეთის ხალხთა პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის წევრი.
2014 წელს წანგი “ჩინეთის 10 საუკეთესო მეწარმის“ სიაში შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები