დაღესტანში სროლას დეპუტატი ემსხვერპლა

დაღესტანში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 3 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის კი ერთი ადგილობრივი დეპუტატია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

“ინტერფაქსის” ცნობით, დაშავებულია 6 ადამიანი, კონფლიქტში კი 10-15 ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთი ვერსიით, სროლის საქმეზე კიდევ ერთი დეპუტატი იძებნება, რომლის ვინაობა არ სახელდება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები