კობა გვენეტაძე: დოლარიზაციის შემცირების 10-პუნქტიანი პროგრამა სსფ-სთან შეთანხმებული იყო

დოლარიზაციის შემცირების 10-პუნქტიანი პროგრამა სსფ-სთან შეთანხმებული იყო – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს.
„ამ გრძელვადიანი პროექტის პირველი შედეგები უკვე გვაქვს. მაგალითად, სესხების დოლარიზაცია 9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2017 წელს მთლიანი სესხების 56 პროცენტს შეადგენს. კლება იპოთეკურ სესხებში 12 პროცენტს აღწევს. მცირდება დეპოზიტების დოლარიზაციაც“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს საბანკო სექტორი ახლა მდგრადი და გამჭვირვალეა.
„ყველა ქართული ბანკი ახლა კერძო მფლობელობაშია, მათგან 85 პროცენტი უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ორი უმსხვილესი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-სეგმენტშია, რაც აწესებს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ძალიან მაღალ სტანდარტებს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები