რომის პაპი 2018 წელს ბალტიისპირეთის ქვეყნებს ესტუმრება

რომის პაპი მომავალ წელს, ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს ეწვევა, ვიზიტის მიზეზი ბალტიისპირეთის ქვეყნების 100 წლისთავის აღნიშვნაა.
ინფორმაცია, რომის პაპის ვიზიტის შესახებ, ლატვიის პრეზიდენტმა „The Associated Press“-თან საუბრისას დაადასტურა.
ლიტვის პრეზიდენტის განცხადებით კი, ვიზიტი, სავარაუდოდ, 2018 წლის შემოდგომისთვის იგეგმება. აღინიშნა, რომ ვიზიტის ზუსტ თარიღს, ვატიკანი გამოაცხადებს.
ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დამოუკიდებლობა 1918 წელს მოიპოვეს.
2018 წელს,15დან 22 იანვრის ჩათვლით, რომის პაპი პერუსა და ჩილეს ესტუმრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები