ავღანეთში, თვითმკვლელმა ტერორისტმა 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ავღანეთის ქალაქ ჯელალაბადში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა.
ნანგარაჰარის პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ტერორისტის მთავარი სამიზნე, რამდენიმე ხნის წინ გათავისუფლებული პოლიციის უფროსი იყო.
თვითმკვლელი ტერორისტი, პოლიციელის სახლთან იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეები პოლიციელის სამსახურში აღდგენას ითხოვდნენ, სწორედ ამ მომენტში ტერორისტმა თავი აიფეთქა და 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვის, რომლებიც პოლიციის ყოფილი უფროსის შვილები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები