ბათუმში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი შემოვიდა

ბათუმში, თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის მრავალფუნქციური ფრეგატი “გეპრატი” შემოვიდა. ბათუმის ნავსადგურში  საზეიმო დახვედრის ცერემონია გაიმართა, რომელშიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მონაწილეობდნენ.

სამხედრო ხომალდის ბათუმის პორტში ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ყვინთვის, ძებნა-გადარჩენის ცეცხლთან და წყალთან ბრძოლის ერთობლივი სწავლებები. ეკიპაჟის წევრებსა და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის ფეხბურთში მეგობრული მატჩი გაიმართება.

დღესვე, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და ფრანგული ფრეგატის კაპიტანმა ჟაკ მალარმა შეხვედრა გამართეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში.

საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი ნავსადგურს 25 ნოემბერს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები