ინდოეთში, არმიის ოფიცერმა ჟურნალისტი მოკლა

ინდოეთის სამართალდამცველებმა, არმიის ოფიცერი, ჟურნალისტ სუდიფ დუტ ბაუმიკის მკვლელობისთვის დააკავეს, რომელიც ოფიცრის წინააღმდეგ, ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს იძიებდა.
ერთ-ერთმა პოლიციელმა განაცხადა, რომ არმიის ოფიცერი ოთხშაბათს დააკავეს, რომელმაც უმცროს ოფიცერს, ჟურნალისტის მკვლელობა უბრძანა. ოფიცერი, წინასწარი დაკავების იზოლატორში, 10 დღეს გაატარებს. რაც შეეხება მკვლელობაში ეჭვმიტანილს, ის პოლიციას საკუთრი ნებით ჩაბარდა.
მოკლული ჟურნალისტის ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, რომ მკვლელობა, რეპორტიორის სტატიას უკავშირდება.
ბაუმიკი, რიგით მესამე ჟურნალისტია, რომელიც ინდოეთში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოკლეს.
სექტემბერში, ცეცხლსასროლი იარაღით, ცნობილი ჟურნალისტი გოულ რანკეში მოკლეს, მკვლელი კი, ვერ დაიჭირეს. საზოგადოება მიიჩნევს,რომ ჟურნალისტი ინდუსური ნაციონალიზმის გაკრიტიკებისთვის მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები