საფრანგეთში, რუსი ბიზნესმენი დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა, რუსი მილიარდერი სულეიმან კერიმოვი დააკავეს.
საფრანგეთში რუსი ბიზნესმენი, გადასახადების გადაუხდელობის გამო, ფორმალური გამოძიების ქვეშ იმყოფება.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ მისი ინტერესები. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ კერიმოვს დიპლომატიური პასპორტი აქვს, რომლითაც საფრანგეთში შევიდა“ განაცხადა კრემლის სპიკერმა.
სულეიმან კერიმოვი დიპლომატიური ხელშეუხებლობით სარგებლობს, რომელიც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, დევნისგან იცავს.
რუსულმა ახალი ამბების ტელევიზიამ „Rossiya 24“-მა, გაავრცელა ინფრომაცია, რომ კერიმოვმა ყველა ბრალდება უარყო.
ბიზნესმენის დაკავების ოფიციალური მიზეზი არ დასტურდება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, კერიმოვი საგადასახადო ორგანოებისთვის, მილიონების დამალვის ბრალდებით დააკავეს. სულეიმანი იმ პირობით გათავისუფლდება, თუ ის 5 მილიონ ევროს, გირაოს სახით გადაიხდის.
სულეიმან კერიმოვი, რუსული Forbes-ის 2017 წლის მონაცემებით, მილიარდერებს შორის 21-ე ადგილს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები