ირაკლი კობახიძემ ბელორუსის რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბელორუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში, ბოლო შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ანდრეი კობიაკოვთან გამართა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს  და თანამშრომლობის გაღრმავების სხვადასხვა მიმართულება განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნებს შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გამართული შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა. მისი შეფასებით, ბელორუსში საინტერესო და პროდუქტიული ვიზიტი შედგა.

„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან. ვისაუბრეთ ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ასევე, განვიხილეთ კონკრეტული მიმართულებები, კონკრეტული პროექტებიც კი, მათ შორის, ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის. საუბარი გვქონდა ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბელორუსის რესპუბლიკაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები: სოფიო ქაცარავა, ირაკლი კოვზანაძე, გიორგი ბეგაძე, კობა კობალაძე, ლაშა დამენია, ალექსანდრე ქანთარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები