მეხანძრეებმა სპეცოპერაციის შედეგად გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება დაიწყეს

მეხანძრე-მაშველებმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე საცხოვრებელ სახლში, სპეცოპერაციის ფარგლებში განხორციელებული სროლებისა და აფეთქებების შედეგად გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება დაიწყეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის საკმაოდ ძლიერია. ადგილზე შეინიშნება დაკვამლიანებაც.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კორპუსის გარკვეული ნაწილი სპეცრაზმის წარმომადგენლებს უკავიათ.
სპეცოპერაციის ადგილზე სროლის ხმა ამ წუთებშიც ისმის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები