თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, ერთ-ერთი სპიკერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იქნება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართება, პანელის „დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი“ ერთ-ერთი სპიკერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  ალენ პიუ იქნება

ალენ პიუ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 2016 წლის 15 ნოემბერს დაიკავა. მის მოვალეობაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში(EBRD) გაწევრიანებული 36 ქვეყნისათვის საბანკო ინვესტიციების წარმატებით მიწოდება, საკონსულტაციო საქმიანობის გაწევა და აღნიშნულ საქმიანობაში პოლიტიკის ჩართულობის უზრუნველყოფა შედის. ის არის აღმასრულებელი კომიტეტისა და სხვა ხელმძღვანელობითი ფორუმების წევრი.

აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, ალენი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა, სადაც ის მნიშვნელოვან საგარეო პარტნიორებთან ერთად ბანკის სტრატეგიებისა და პოლიტიკის ჩართულობას, მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან დაფინანსების მოძიებასა და ზედამხედველობას კოორდინირებას უწევდა.

მას შემდეგ, რაც მუშაობა პარიზში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ინსპექციაში დაიწყო, ალენი EBRD-ის 1992 წლის ივნისს უფროსი ბანკირის სახით შეუერთდა. წლების განმავლობაში იკავებდა შემდეგ თანამდებობებს: პოლონეთის სახელმწიფო დირექტორი,  ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ბიზნეს ჯგუფის დირექტორი, მმართველი დირექტორი მოსკოვში, სამრეწველო, ვაჭრობის და აგრობიზნესის დირექტორ-ხელმძღვანელი. 2014 წლიდან მუშაობდა ბანკის პირდაპირი წილებისა და კაპიტალის დაფინანსებაზე სექტორებისა და რეგიონების მასშტაბით.

ალენ პიუმ განათლება პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში, ადმინისტრაციის ეროვნული სკოლაში, ბიზნესის უმაღლეს სკოლასა და საფრანგეთის კავალერიის სკოლაში მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები