რუსთავში, ლომბარდი გაძარცვეს

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ლომბარდი გაძარცვეს. წინასწარი ინფორმაციით, უცნობმა პირმა, რომელიც ობიექტში შეიჭრა, თავდაპირველად თანხა მოითხოვა. როგორც ცნობილია, თანხის გარდა, წაღებულია მობილური ტელეფონებიც.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ წუთებში მომსახურე პერსონალი დაკითხვაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები