თამარ ჩუგოშვილი: ის, რომ მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება დღეს არ მომხდარა, ნიშნავს, რომ ეს ნაჩქარევად არ ხდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება, ნაჩქარევად არ ხდება – ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
„ის, რომ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არ მომხდარა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ინიცირება, ნიშნავს იმას, რომ ნაჩქარევად არ ხდება ეს პროცესი, მთავრობის შემადგენლობაში სტრუქტურული ცვლილებები აისახება 100-ზე მეტ კანონში. დღეს რადგან არ შემოვიდა კანონპროექტი, ნიშნავს იმას, რომ ნაჩქარევად არ ხდება ინიცირება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირებას დეპუტატები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ვარაუდობდნენ, მაგრამ პროექტი პარლამენტში არ შესულა. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს 22 ნოემბერს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები