გლდანის N20 ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი კობა კობალაძე მოსახლეობას შეხვდა

გლდანის N20 ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი კობა კობალაძე  მოსახლეობას შეხვდა. კობა კობალაძე ავჭალაში ლიბანის N1-ში იმყოფებოდა, სადაც ავარიული კორპუსის აღდგენა-გამაგრების სამუშაობი დაათვალიერა. დეპუტატი კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათი მოსაზრებები მოისმინა. მოქალაქეებმა კმაყოფილება გამოთქვეს მიმდინარე პროექტის მიმართ და დეპუტატს მადლობა გადაუხადეს გაწეული თანადგომისათვის.

თავის მხრივ, კობა კობალაძემ განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება და შესაბამისი პრობლემატიკის მქონე კორპუსებს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები